“ტორპედო” და “სამტრედია” თასიდან გავარდნენ

0
15

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ქუთაისის “ტორპედო” და “სამტრედია” დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას 1/16-ფინალში გამოეთიშნენ.

ქუთაისელები პენალტების სერიაში ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის “მერანთან” დამარცხდნენ, ხოლო სამტრედიელები დამატებით დროში ნახსენები ლიგის ლიდერ ბოლნისის “სიონთან”.

“მერანი” (მარტვილი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0 (3:1, პენ.)

“სიონი” – “სამტრედია” 4:2 (დამატებითი დრო, ძირითადი დრო 2:2 დასრულდა)

“გაგრა” – “დინამო” (ზუგდიდი) 5:2

“რუსთავი” – “დინამო” (ბათუმი) 0:2

“სამგურალი 2” – “თელავი” 1:3

“ვიტ ჯორჯია 2” – “დილა”0:0, (6:7, პენ)

“მერანი” (თბილისი) – “ლოკომოტივი” 2:5

“საბურთალო 2” – “გარეჯი” 2:5

თასის 1/8-ფინალში მარტვილის “მერანი”, “სიონი”, “გაგრა”, ბათუმის “დინამო”, “თელავი”, “დილა”, “ლოკომოტივი” და “გარეჯი” გავიდნენ.