იკერ კასილასი: ,,ზიდანი დელ ბოსკეს მაგონებს”

0
50

“რეალის” ყოფილმა და ამჟამად ,,პორტოს” მეკარემ, იკერ კასილასმა, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ვისენტე დელ ბოსკეს შეადარა:

,,საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა იოლი არ არის. როცა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყავი, ეს, თითქოს, ადვილად გვეჩვენება, მაგრამ გვახსოვს ისეთი  შემთხვევები, როცა ყველაფერი ასე არ მოხდა.

ზიდანი სიტუაციას ყოველთვის აკონტროლებს. ის, ასევე, არის ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელიც საკუთარ ფეხბურთელებთან ურთიერთობს. როცა მას პრესკონფერენციებზე ვხედავ, ვისენტე დელ ბოსკე მახსენდება.

დელ ბოსკე იყო მწვრთნელი, რომელსაც არ სურდა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. 2000-2004 წლებში, როცა ის ,,რეალს” წვრთნიდა, ისეთივე იყო, როგორიც ახლა ზიდანია”, – კასილასის სიტყვებს Goal ციტირებს.