NBA-ში რეგულარული პირველობის მორიგი შეხვედრები გაიმართა. სამწუხაროდ, დამარცხდნენ გოგა ბითაძის და სანდრო მამუკელაშვილის გუნდები.
„ინდიანა პეისერზი“ „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდა და 123:128 დამარცხდა.
გოგა ბითაძე სასტარტოში იყო და პარკეტზე 32 საასპარეზო წუთი დაჰყო. მისი აქტივი 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და ერთი დაფარებააა. გოგამ სამიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, სამიდან ერთი სამიანი ზუსტად ისროლა და ოთხივე საჯარიმო გამოიყენა.
„მილუოკი ბაქზმა“ „კლიპერსს“ უმასპინძლა და 119:153 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 23 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულა, 4 მოხსნა, ორ-ორი პასი და დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა სამიდან ერთი ზუსტი სამიანი ისროლა, სამიდან ორი ორქულიანი, ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა.
მომდევნო ტურის შეხვედრები 3-4 აპრილს გაიმართება. „ინდიანა“ „დეტროიტს“ შეხვდება. „ბაქზი“ კი ლუკა დონჩიჩის „დალასს“.





