ნიკა კვეკვესკირი: “ეს გენერალური რეპეტიცია იქნება”

0
88

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ქალაქ დურესში 28 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მიკროტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.
ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლმა, ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.
ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ალბანეთის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და მათ ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება.
ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის თამაშებისთვის მომზადებაა. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ივნისის თამაშების წინ, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა და მიჯრით ოთხი გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნოს პოზიტიური ენერგია. ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნული ნაკრებში შედეგი არასდროს არის მეორეხარისხოვანი და თითოეულ ფეხბურთელს სურს ბოლომდე დაიხარაჯოს და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა”.

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

29 მარტი, 20:00, ტირანა

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.