სანიოლისთვის გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, კვარაცხელია არ იქნება

0
66

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ქალაქ დურესში 28 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მიკროტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.
ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლმა, ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ვიცე კაპიტანმა ალბანეთთან მატჩის შესახებ ისაუბრეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნიასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს. ბოსნიასთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით და იგივეს ველი ალბანეთის წინააღმდეგაც.
მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. მოწინააღმდეგის შესწავლა ჩემი სამსახურის ნაწილია. რა თქმა უნდა, ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ესპანეთთან შეხვედრაში დაამტკიცეს. მეტოქეს საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვიცით, მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნიას წინააღმდეგ ჩავატარეთ.
ალბანეთის ნაკრები ესპანეთთან მატჩის და მგზავრობის შემდეგ, შესაძლოა, დაღლილი იყოს, რაც გასაგებია. აქედან გამომდინარე, ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ბოლო წლებში, ალბანეთის ნაკრებს სტილი და ტაქტიკა დიდად არ შეუცვლია. დადებითი შედეგის მისაღწევად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება”.

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

29 მარტი, 20:00, ტირანა

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.