“გარეჯი” ექვს მოთამაშეს დაემშვიდობა

0
117

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბინადარმა საგარეჯოს “გარეჯიდან” ახალი სეზონის წინ 6 ფეხბურთელი წავიდა.
საგარეჯოელთა პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდს მეკარე ბოგდან ბეზკროვნი, მცველები: გიორგი ტყეშელაშვილი, ბიჭიკო გედენიძე, ნახევარმცველები: ლაშა ლეჟავა, ნიკოლოზ ხინთიბიძე, ვაჟა ქიქავა, ფორვარდები:გიორგი ენუქიძე და გიორგი ტყეშელაშვილი დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში “გარეჯს” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი კახი გოგიჩაიშვილი გაწვრთნის, რომელმაც თენგიზ კობიაშვილი შეცვალა.