ზამთრის შესვენების შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატი განახლდა, მაგრამ მე-18 ტურში ქართველი ლეგიონერებიდან არცერთს უთამაშია. „ფერენცვაროშმა“, რომელსაც სათავეში რუსეთის ნაკრების ექსთავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვი ჩაუდგა, სტუმრად „უიპეშტს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველსო ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი გამარჯვებულთა განაცხადშო იყო, მაგრამ არ უთამაშია. ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა ოპერაცია გაიკეთა და ბუდაპეშტელებს ამიტომ ვერ ეხმარება. მისი მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია. „უიპეშტის“ განაცხადში ფორვარდი გიირგი ბერიძე ვერ მოხვდა. მოქმედ ჩემპიონ „ფერენცვაროშს“ 38 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონტს ლიდერობს.
„ფეჰერვარი“ გასვლაზე „პუშკაშ აკადემიასთან“ 0:1 დამარცხდა და თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სტუმართა განაცხადში არ იყო.
„მეზიოკიოვეშდმა“ მტკ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლებში ქართველი მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი არ იყო, რადგან მარჯვენა ფეხზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ოპერაცია გაიკეთა. მანამდე, მას ანალოგიური ტრავმა მარჯვენა ფეხზე ჰქონდა. ის მოედანზე 6 თვეში დაბრუნდება,





