„ქართველების“ აპოელმა ებრალიძის „დოქსას“ აჯობა

0
50

აპოელმა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი გამოდის, კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში წაუგებელი მატჩების სერია თოთხმეტამდე გაზარდა.
მე-19 ტურში ნიქოზიელები შინ „დოქსას“ შეხვდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შესვენების შემდეგ 10 წუთზე ანგარიში ლეო ნატელმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე თავი მაგლიკამ გამოიჩინა.
აპოელის ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში ნახევარმცველები ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი იყვნენ, რომელთაც შეუცვლელად ითამაშეს. თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ფიგურირებდა. სტუმართა შორის შემტევმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ მოედან 2 ტაიმი დაჰყო. აპოელი 27 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა, ხოლო „დოქსა“ 18 ქულით – მეცხრეა.