„ატლეტიკომ“ დანიის ნაკრების მცველი შეიძინა

0
32

მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალენსიადან“ მცველი დანიელ ვასი შეიძინა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერის გევრდზე.
32 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და კლუბთან კონტრაქტს 2023 წლის ივნისამდე გააფორმებს. მის სანაცვლოდ „ვალენსია“ 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.
დანიის ეროვნული ნაკრების უკანახაზელი „ვალენსიაში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 152 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
ის თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2011 წლიდან გამოდის და 41 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო.