„რეალ სოსიედადმა“ პსჟ-სთან ნახევარმცველ რაფინია ალკანტარას იჯარა შეათანხმა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანო ინფორმაციით, 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგილ გრანდში მიმდინარე სეზონში ბოლომდე დარჩება. კლუბებს შორის დადებული გარიგების თანახმად, ესპანელებს რაფინია ალკანტარას კონტრაქტის გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვთ.
რაფინია ალკანტარა პსჟ-ში 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მას მერე გადავიდა, რაც „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან გასულ სეზონში პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 34-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია, ხოლო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.





