გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ანტონიო რუდიგერი მადრიდის „რეალში“ მომავალი წლის ზაფხულში გადავა, იუწყება calciomercato.it. 28 წლის ფეხბურთელს ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულშეი ეწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჯერ არ შეთანხმებულან. ამიტომ, მისი დონის მოთამაშის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება არაერთ წამყვან ევროპულ კლუბს სურდა, რომელთა შორის ყველაზე წარმატებული „რეალი“ აღმოჩნდა.
მადრიდელებმა რუდიგერის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და „რეალში“ მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება. გერმანელი უკანახაზელი „ჩელსიში“ 2017 წლის ზაფხულში „რომადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 166 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მან ლონდონელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, უეფას სუპერთასი და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.





