ტადიჩი სერბეთში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

0
49

სერბეთის საფეხბურთო კავშირმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევი ნახევარმცველი დუშან ტადიჩი დაასახელა. 33 წლის მოთამაშემ ეს პრიზი კარიერაში მესამედ მიიღო. მანამდე, ის სერბეთში წლის მოთამაშედ 2016 და 2019 წლებში აღიარეს.
2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი სერბეთის ნაკრების თავკაც დრაგან სტოიკოვიჩს გადასცეს, რომელმაც გუნდი ყატარში 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.