საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ფიფა/კოკა-კოალს რეიტინგში 2021 წელი 85-ე ადგილზე დაასრულა. ნოემბრის თვის რეიტინგში ვილი სანიოლის შეგირდები 86-ე პოზიციაზე იყვნენ, ხოლო დეკემბერში წინ კიდევ ერთი საფეხურით წაიწიეს.
ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხებათ, რეიტინგში ჩრდილოეთ მაკედონია 67-ეა, ბულგარეთი 71-ე, ხოლო გიბრალტარი – 203.
რეიტინგს ბელგია ლიდერობს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, ხოლო მესამეზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი.





