სიმეონეს ანტირეკორდი, „გრანადამ“ „ატლეტიკო“ 48 წლის შემდეგ დაამარცხა

0
23

მადრიდის „ატლეტიკოს“ წატუმატებელი სერია გრანადაში გაგრძელდა. ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურის გადატანილ შეხვედრაში მადრიდელები სტუმრად „გრანადას“ შეხვდა და უქულოდ დარჩა – 1:2. არადა, „ატლეტიკო“ შეხვედრას მე-2 წუთზე ჟოაო ფელიქსის მიერ გატანილი გოლით იგებდა, თუმცა მაჩისმა მე-17 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ხორხე მოლინამ 61-ე წუთზე „როხიბლანკოს“ კარი კიდევ ერხელ აიღო და საბოლოოდ, მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა.
„ატლეტიკომ“ ბოლო 48 წლის მანძილზე „გრანადასთან“ პირველად წააგო – 1973 წლის 18 ნოემბერს. მანამდე, მადრიდელებმა ზედიზედ 25 შეხვედრა მოიგეს. გარდა ამისა, „ატლეტიკომ“ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში დამარცხდა, რაც სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში მანამდე არ მომხდარა. აქვე გეტყვით, რომ დღეს 10 წელიწადი შესრულდა, რაც სიმეონე ესპანურ გუნდს სათავეში ჩაუდგა.
„ატლეტიკო“ 29 ქულით ლა ლიგის 20-გუნდიან გათამაშებაში მე-5 პოზიციაზეა.