მადრიდის „რეალმა“ ყველა ტურნირში წაუგებელი მატჩების სერია 15-მდე გაზარდა – 13 გამარჯვება და 2 ფრე. ამჯერად, მადრიდელებმა ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში ქარიმ ბენზემას წყალობით სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ 2:1 აჯობეს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, ხოლო სამ წუთში დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე სანსეტმა ერთი ბურთი გაქვითდა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
ბენზემამ მიმდინარე წელს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე 47 გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნატედის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს 1 ბურთით გაასწრო. ლიდერი მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია 69 გოლით. მეორე ადგილს 49-49 ბურთით ფრანგი კილიან მბაპე (პსჟ) და ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის „ბორუსია“ იყოფენ.
ბენზემამ კარიერაში 401 გოლი გაიტანა და ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის ლეგენდარულ ტიერი ანრის 10 გოლით ჩამორჩება.
განვლილ შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა ტონი კროოსმა მიითვალა, რომელმაც „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში 77 საგოლე პასი გააკეთა, რაც 2014-2015 წლების სეზონიდან მოყოლებული, როდესაც დებიუტი ჰქონდა, მადრიდელ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია. მან ბენზემას ერთი პასით გაასწრო.
“რეალს” 46 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს.





