“საბურთალომ” “ბენდელას თასი” მოიგო

0
40

აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის ხსოვნის ტურნირი “ბენდელას თასი”, რომელიც 31-ედ ჩატარდა “საბურთალომ” მოიგო. თბილისელებმა საერთაშორისო ფინალში 2:0 დაამარცხა რუსთავის “რუსთავი” დაამარცხეს. გოლები დემეტრე ჩხარტიშვილმა და ზუკა წიბახაშვილმა გაიტანეს. მესამე ადგილზე ორი აზერბაიჯანული გუნდი იბრძოდა – საბოლოოდ საპრიზო ადგილი “საბაჰს” ერგო, რომელმაც “ვატანი” 3:1 დაამარცხა.
ტურნირი “საბურთალოს” ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები ეხმარებოდნენ. შეჯიბრებას გვერდში ედგა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, ასევე სპორტული მწარმოებელი “სალერი” და “ჟომა”.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ნომანიციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ. ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა,“საბურთალოს” დამფუძნებელმატარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ,სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ, ზაზა ბენდელიანის დამ ვერიკო ბენდელიანმა და ზაზას მეგობრებმა.

საუკეთესო მეკარე – საბა ხელაძე (საბურთალო)
საუკეთესო მცველი – დემეტრე ჩხარტიშვილი (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – ნიჰატ გუსეინზადე (საბაჰი)
საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ღუნაშვილი (რუსთავი)
მაყურებელთა სიმპატია – ალეზადე ულვი – (ვატანი)
საინტერესო ფეხბურთელი – სანდრო ჯიღაური (რუსთავი)
ტექნიკური ფეხბურთელი – სანდრო მარჩენკო (საბურთალო)
საუკეთესო გოლი – კახი კოჭუაშვილი (საბურთალო)
ტურნირის აღმოჩენა – ნიკა ქავთარაძე (ვიკინგი)
ზაზა ბენდელიანის სახელობის პრიზი – გიორგი დერევიაჩენკო (რუსთავი)
ყველაზე პატარა ფეხბურთელი – ნიკოლოზ ლობჯანიძე (საბურთალო)
საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი პირველი (საბურთალო)