თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-14 ტურში ფამაგუსტელები ახნას „ეთნიკოსს“ ესტუმრნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. „ანორთოსისმა“ ანგარიში 58-ე წუთზე ადმირ ვარდას დარტყმის შემდეგ გახსნა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„ანორთოსისის“ ქართველი ლეგიონერებიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა, რომელმაც 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ფამაგუსტელები 19 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე არიან.
კვიპროსის ჩემპიონატი 8 იანვარს განახლდება და “ანორთოსისი” აპოელს ესტუმრება, სადაც ფამაგუსტელთა ყოფილი სამი ქართველი ფეხბურთელი – ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი, ასევე თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გამოდის.





