ვილი სანიოლს სჯერა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა შეუძლია.
მან ამის სესახებ კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, როდესაც გაირკვა, რომ ქართველებს მეტოქეებად ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი ერგოთ.
ვილი სანიოლი:”საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახანს ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუ შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ. მარტში ორი მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში გველოდება, რომელიც ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება





