„აიაქსი“ „სპარტაკის“ შემდეგ მეორეა, ალე რონალდუს გაუტოლდა

0
72

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეტაპის დასკვნით მე-6 ტურში ამსტერდამის „აიაქსმა“ ლისაბონის „სპორტინგი“ მიიღო და 4:2 გაიმარჯვა. „აიაქსი“ მოსკოვის „სპარტაკის“ შემდეგ მეორე კლუბი გახდა, რომელიც ევროპის ტოპ 5 ლიგაში არ გამოდის და ჩემპიონთაა ლიგის ჯგუფში ყველა თამაში მოიგო. რუსებმა ეს 1995-1996 წლების სეზონში მოახერხეს, როდესაც ჯგუფში მეტოქეებად პოლონეთის „ლეგია“, ნორვეგიის „რუსენბორგი“ და ინგლისსის „ბლექბერნი“ ჰყავდათ. გარდა ამისა, ნიდერლანდური გუნდი პირველია, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 20 გოლი გაიტანა.
„სპორტინგთან“ შეხვედრაში ერთი გოლი 27 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა სებიასტიან ალემ გაიტანა, რომელმაც მე-8 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა. ალე ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, ვინც ჯგუფურ ეტაპზე მოწინააღმდეგეთა კარი ექვსივე შეხვედრაში აიღო. პორტუგალიელმა მსგავსი შედეგი 2017-2018 წლების სეზონში აჩვენა და დღეს მისი გამეორების შანსი აქვს. ალეს ანგარიშზე საერთო ჯამში 10 გოლია და ის მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო ბომბარდირია.
„აიაქსი“ 18 ქულით C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო „სპორტინგმა“ 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა ლისაბონელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ. ამდენივე ქულით დორტმუნდის „ბორუსია“ მესამეა და ევროპა ლიგაში გადაინაცვლებს.