ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ტურში მადრიდის „რეალმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. მადრიდელებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, როდესაც ლამაზი კომბინაციის შემდეგ ტონი კროოსმა საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
გერმანელი ნახევარმცველი ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მადრიდელთა მიერ გატანილი მე-1000 გოლის ავტორი აღმოჩნდა. ხორვატმა ჩემპიონთა ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა.ნახსენები ტურნირების ისტორიაში „რეალის“ გარდა ამდენი ბურთი არცერთ გუნდს გაუტანია. გარდა ამისა, კროოსმა კარიერაში პირველად თავი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ შეხვედრაში გამოიჩინა – მან მე-5 ტურში „შერიფს“ სტუმრად გაუტანა.
„რეალიდან“ მეორე გოლის ავტორი მარკო ასენსიო აღმოჩნდა, რომელმაც თავი 79-ე წუთზე გამოიჩინა. 64-ე წუთზე “ინტერი” კაცნაკლული დარჩა, რადგან ბარელა “რეალის” მცველ ედერ მილიტაოსთან ჩხუბისთვის გააძევეს.
ესპანელებმა 15 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო „ინტერი“ 10 ქულით მეორეზე გავიდა. „შერიფმა“ 7 ქულა დააგროვა და ევროპა ლიგაზე გადაერთო. „შახტარმა“ არსებობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთი თამაში მოიგო და 2 ქულით ბოლო პოზიცია დაიკავა.





