ნიკა სიჭინავამ კოვალიევკას „კოლოსის“ შემადგენლობაში თავის პირველი გოლი გაიტანა, რომელმაც მის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში „კოლოსი“ სტუმრად ჩერნიგოვის „დესნას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „დესნა“ ფეხბურთელის გაძევების გამო მოედანზე კაცნაკლული იყო.
67-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან „კოლოსის“ ფეხბურთელის გადაცემის შემდეგ სიჭინავამ მეტოქის საჯარიმოში მცველს დაასწრო და თავით გაიტანა.
ის „კოლოსს“ სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და 13 მატჩში (5-ჯერ სასტარტოში) თავი ერთხელ გამოიჩინა.
„კოლოსი“ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.





