„მონაკომ“ თავის ნახევარმცველ ორელიენ ჩუამენის სოლიდური ფასი დაადო.
Tuttospor-ის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის 21 წლის ნახევარმცველს 50 მილიონ ევროდ შეელევა.
ჩუამენის თავის რიგებში ხილვა „იუვენტუსს“. „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ჩელსის“ სურთ.
მიმდინარე სეზონში ჩუამენიმ მონაკოელთა შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მიმდინარე აგვისტოში ჰქონდა და მას მერე 5 მატჩი ჩაატარა.





