ტურინის „იუვენტუსს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არონ რემზის გაშვება სურს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელებმა „რომას“ უელსესი ნახევარმცველი იჯარით აყვანა შესთავაზეს. ამასთანავე, „იუვე“ რემზის ხელფასის 60 პროცენტს გადაიხდის.
ბრიტანელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტურინელთა მაისურით ყველა ტურნირში 5-ჯერ ითამაშა.





