ლობჟანიძის მე-5 საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში

0
24

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა.

„ჰათაისფორი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გამოდის, სტუმრად ვატო არველაძის „ქარაგიუმრიუქს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.

ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ელ კააბიმ ანგარიში გახსნა. 38-ე წუთზე მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი პეშიჩმა გაიტანა.

ლობჟანიძე 81-ე წუთზე შეცვალეს და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლის გარდა, 5 საგოლე პასია. არველაძე „ქარაგიუმრუქის“ განაცხადში არ იყო.

„ჰათაისფორი“ 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.