მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის J ჯგუფის მერვე ტურში გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 4:0 დაამარცხა.
8 ტურის შემდეგ, ჰანს დიტერ ფლიკის გუნდი 21 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან რუმინეთს 8 ქულით უსწრებს.
შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი თამაში დარჩა, შესაბამისად, ბუნდესნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე ოფიციალურად გაიფორმა და ევროპელთაგან ეს ყველაზე სწრაფად მოახერხა.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები მუნდიალზე ზედიზედ მეთვრამეტედ, ისტორიაში კი მეოცედ იასპარეზებენ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.





