იტალიამ ერთა ლიგაში ბრინჯაოს მედლები მოიგო

0
32

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშების სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

იტალიელებმა ნე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ტურინის “ალიანს სთედიუმზე” 2:0 დაამარცხეს ბელგია, რომელსაც რომელუ ლუკაკუ და ედენ აზარი აკლდნენ, ხოლო კევნ დე ბრუინი თადარიგში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

თავის მხრივ, იტალიელთა სასტარტოში მარკო ვერატი და ლორენცო ინსინიე არ იმყოფებოდნენ. ეს უკანასკნელი თამაშში ბოლო წუთებზე ჩაერთო.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 46-ე წუთზე, იტალიელებმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდეს და ბელგიელთა მცველმა უხეიროდ მოიგერია ბურთი, რომელიც საჯარიმოს მისადგომებიდან ბარელამ მიწაზე დაუშვებლად ზუსტად დაარტყა 1:0.

65-ე წუთზე ფედერიკო კიეზა ცრუ მოძრაობით ბელგიელთა საჯარიმოში კასტანიეს გაცდა, რომელმაც მეტოქე წესი დარღვევით შეაჩერა და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი დომენიკო ბერარდიმ გამოიყენა – 2:0.

86-ე წუთზე, ტიბო კურტუამ ხელით გადაცემა გაუკეთა შეტევაში გაქცეულ დე ბრუინს, რომელმაც ერთი შეხებით დე კეტელაარი იტალიელთა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ახალგაზრდა ბელგიელმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – დონარუმას ბურთი ფეხებს შორის გაუძღვა.

აქვე გეტყვით, რომ განვლილ შეხვედრაში ბელგიელმა ფეხბურთელებმა ძელს ბურთი 3-ჯერ გაარტყეს. პირველ ტაიმში სალემაკერსის დარტყმული ბურთი მოხვდა ხარიხას, ხოლო მეორეში ბაჩუაის, შემდეგ კი კარასკო დაემუქრა იტალიელთა კარს და დონარუმა გოლის გაშვებას გვერდითმა ძელს გადაარჩინა.

შეეგახსენებთ, რომ ერთ ლიგის ფინალში დღეს მილანში ჯუზეპე მეაცას სახელობის “სან სიროს” სტადიონზე ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება.