ცინცაძე საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ვერ დაეხმარება

0
31

გიორგი ცინცაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.
35 წლის უკანახაზელმა, რომელიც ზაფხულში თსუ-ში ჩაირიცხა დუდუ დადიანის მემორიალზე მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს. მან მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობის შესარჩევში G ჯგუფში ესპანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და უკრაინასთან მოხვდა.
მიმდინარე წლის ნოემბერში ნახსენები ჯგუფის შეხვედრები თბილისში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები 26 ნოემბერს უკრაინას შეხვდება, ხოლო 29 ნოემბერს ესპანეთს.