ქარიმ ბენზემა სექტემბერში ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ამჯერად, ლა ლიგის ხელმძღვანელებმა საუკეთესოს გამოვლენა გულშემატკივრებს ანდეს, რომელთა რჩეული მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი აღმოჩნდა.
განვლილ თვეში 33 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
მან „სელტასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, „მალიორკასთან“ დუბლი მიითვალა, ხოლო „ვალენსიასთან“ ერთი გოლი გაიტანა.
ბენზემა 9 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.





