გიორგი ჩაკვეტაძეს დისკვალიფიკაცია ერთ მატჩამდე შეუმცირეს.
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „გენტი“ სტუმრად „ანტვერპენთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 33-ე წუთზე პეტერ გერკენსთან უხეშობისთვის გააძევეს.
მართალია, ჩაკვეტაძეს მეტოქისთვის ფეხი უკნიდან განძრახ არ ჩაურტყამს, მაგრამ ბელგიის სადისციპლინო კომიტეტმა სხვაგვარად მიიჩნია – ის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და 2000 ევროს გადახდა დააკისრა.
„გენტმა“ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მიზანს მიაღწია – ჩაკვეტაძე მხოლოდ ერთ თამაშს გამოტოვებს და 1500 ევროს გადაიხდის.
22 წლის ფეხბურთელი მხოლოდ ერთ თამაშს გამოტოვებს, 17 ოქტომბერს შინ „ეიპენთან“.





