ლუის ენრიკე: „ერთა ლიგის მოგება ძალიან გვინდა“

0
19

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მოგება ძალიან სურს.

ამის შესახებ, „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიასთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.

„ეს ჯერ კიდევ ევრო-2020-მდე გრანდიოზულ სანახაობად მიიჩნეოდა, რადგან იტალიის ნაკრებს მის მოედანზე ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ვხდებით.

ჩვენ ამ ტურნირის მოგება ძალიან გვინდა და ამისთვის ევროპის მოქმედ ჩემპიონებს ვუპირისპირდებით.

ძალიან საინტერესო როგორ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონთან სტადიონზე, სადაც გულშემატკივრების დიდი ნაწილი მხარს იტალიას დაუჭერს. საუკეთესო მოტივაციას ვერც ინატრებ. თამაშს მოუთმენლად ველოდები.

უდავოა, რომ თანამედროვე ფეხბურთში იტალიას ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო სტილი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდს აინტერესებს ერთმანეთს როგორ დაუპირისპირდება“ – ციტირებს ლუის ენრიკეს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.