პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-10 ტურში 3 ქულა დამაჯერებლად აიღო.
პოზნანელებმა ვროცლავის „შლიონსკის“ უმასპინძლეს და 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანეს, ხოლო შესვენების შემდეგ მეტოქის კარი ისევ 2-ჯერ აიღეს და გამარჯვება გაიფორმეს.
ამჯერად, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.
ცნობისთვის, კვეკვესკირი, რომელიც სექტემბრის მატჩებში ვილი სანიოლმა ნაკრებში არ გამოიძახა, ოქტომბრის შეხვედრებისთვის შეკრებაზე ისევ მიიწვიეს.
„ლეხი“ 21 ქულით 18-გუნდიან ექსტრაკლასას ლიდერობს.




