კიტეიშვილი საოპერაციო და ოქტომბერში ნაკრებს ვერ დაეხმარება

0
35

ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შინ პსვ-სთან წაგებულ შეხვედრაში კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციოა.

მე-80 წუთზე, კიტეიშვილმა ვან გინკელს დაასწრო, მაგრამ ნიდერლანდელის მოქნეული ფეხი მარჯვენა კოჭში მოხვდა და დაშავდა. მან მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

გრაცის „შტურმის“ პრესსამსახური ინფორმაციით, კიტეიშვილს თამაში შემდეგ რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა და მას კოჭის მყესი აქვს გაწყვეტილი. ქართველი ნახევარმცველი ოპერაციას გაიკეთებს და გუნდს შემოდგომაზე გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

„ოთარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი ფეხბურთელია და მისმა ტრავმამ ყველა დაგვამწუხრა. იმედია, ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ის მალე დაგვიბრუნდება“ – განაცხადა „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.

კიტეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთთან, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.