ლუის სუარესი: “ბარსელონადან” ჩემ წასვლაში დამნაშავეები კუმანი და ბართომეუ არიან

0
39

მადრიდის ,,ატლეტიკოს” ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კატალონიის ,,ბარსელონადან” წასვლაში გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი და ექსპრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ დაადანაშაულა:
,,კუმანი და ბართომეუ გუნდიდან ჩემს წასვლაში ერთნაირად დამნაშავეები არიან. მწვრთნელი ისე მექცეოდა, თითქოს 15 წლის ვიყავი, პრეზიდენტი კი მეუბნებოდა, რომ გუნდის ატმოსფეროზე ცუდი გავლენა მქონდა. კუმანისა და ლაპორტას ურთიერთობა? მათი შიდა ომი მხოლოდ ფეხბურთელებს ავნებს. მესის პსჟ-ში გადასვლა ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, მახსოვს არგენტინელის სიტყვები, კარიერის დასრულება ,,ბარსელონაში” რომ სურდა”, – განაცხადა სუარესმა.
სუარესი ,,ატლეტიკოში” 2020 წლის აგვისტოში გადავიდა.