კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ბრატისლავას “სლოვანმა”, რომელშიც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან სტუმრად ბერძნულ პაოკთან ქულა აიღო – 1:1.
ორივე გოლი მატჩის საწყის 15 წუთში გავიდა – მე-9 წუთზე მასპინძლები აკპომ დააწინაურა, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-15 წუთზე გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კანკავამ ნახევარდაცვაში შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც დაცვაში გურამ კაშიამ.
“სლოვანი” 1 ქულით F ჯგუფში მესამე ადგილზეა.





