ხოჭოლავა “კოპენჰაგენთან” ერთად ჯგუფში გალიდერდა

0
14

დანიის “კოპენჰაგენმა” კონფერენს ლიგის F ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და გალიდერდა.

სკანდინავიელებმა მე-2 ტურში გიბრალტარის “ლინკოლნს” უმასპინძლეს და 3:1 დაამარცხეს.

მასპინძლები მე-4 წუთზე ჩილოპინას ავტოგოლით დაწინაურდნენ. 33-ე წუთზე გიბრალტარელმა მარკო როსამ საპასუხო ბურთი გაიტანა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ვინდმა პენალტი გამოიყენა და “კოპენჰაგენი” წინ გაიყვანა.

52-ე წუთზე სტაგემ სტუმრების კარი კიდევ ერთხელ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.

“კოპენჰაგენი” 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. პაოკი 4 ქულით მეორე ადგილზე, ხოლო “სლოვანი” ქულით მესამეა. უქულო “ლინკოლნი” ბოლო პოზიციაზეა.