„დინამომ“ გიორგი ჩხეტიანი „ბრაგაში“ გაანათხოვრა

0
37

თბილისის „დინამომ“ მცველი გიორგი ჩხეტიანი პორტუგალიის პრიმერია ლიგაში მოასპარეზე „ბრაგაში“ გაანათხოვა.

„დინამოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი „ბრაგაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩა, ხოლო პორტუგალიელებს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება 2022 წლის მაისის ჩათვლით ექნებათ.

„ბრაგა“ვჩხეტიანს 2 წელია აკვირდება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა „დინამოს“ 17 წლამდე გუნდთან ერთად ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მოიგო (ამავე ტურნირზე ასპარეზობდა ბრაგას 17 წლამდელთა გუნდიც).

18 წლის მცველის პორტუგალიაში წასვლაც გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყდა. ჩხეტიანი საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრია.