კაკაბაძემ პენალტი გააცუდა, „კრაკოვია“ თასიდან გავარდა

0
35

„კრაკოვია“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის პოლონეთის თასის გათამაშებას 1/32-ფინალში გამოეთიშა.

კრაკოვიელები სტუმრად პირველ ლიგაში მოასპარეზე „ლოძს“ დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

კაკაბაძე მიმდინარე სეზონში „კრაკოვიას“ სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მეორედ მიხვდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა თერთმეტმეტრიანების სერიაში ბოლო დარტყმა შეასრულა და ვერ გაიტანა.

მის გარდა პენალტი „კრაკოვიას“ კიდევ სამმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა და მეტოქის კარი მხოლოდ ერთმა აიღო, როდესაც ლოძელებიდან თავის შანსი ხელიდან სამმა მოთამაშემ არ გაუშვა.