ყველაზე დრამატული აღმოჩნდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო შეხვედრა, რომელიც “ლოკომოტივსა” და “სამგურალს” შორის გაიმართა. მიუხედავად ორივე გუნდის აქტიურობისა, მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გატანილი გოლით თავი პაპუნა ფონიავამ გამოიჩინა, რასაც 6 წუთში გიორგი თევზაძის ეფექტური საჯარიმო დარტყმა და გატანილი გოლი მოჰყვა. გარდა გოლისა ამ მომენტს “ლოკომოტივის” ფეხბურთელის გაძევება ახლდა თან, რაც წყალტუბოლოებს დიდ უპირატესობას აძლევდა. ამ მოცემულობით თითქოს სტუმართა სამ ქულას საფრთხე არ ემუქრებოდა მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
70-ე წუთზე ჯერ მამია გავაშელიშვილმა შეამცირა სხვაობა ანგარიშში, ხოლო 79-ე წუთზე კი იმრანმა ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. დარჩენილ დროში როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან შეიქმნა რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
| ა | კლუბი | თ | ± | ქ | |
|---|---|---|---|---|---|
| 1. | დინამო ბთ |
25 | 31 | 53 | |
| 2. | დინამო თბ |
25 | 19 | 48 | |
| 3. | საბურთალო |
25 | 10 | 40 | |
| 4. | დილა |
25 | 5 | 40 | |
| 5. | ლოკომოტივი |
25 | -1 | 37 | |
| 6. | სამგურალი |
25 | 0 | 34 | |
| 7. | ტორპედო |
25 | -8 | 25 | |
| 8. | თელავი |
25 | -16 | 25 | |
| 9. | შუქურა |
25 | -16 | 21 | |
| 10. | სამტრედია |
25 | -24 | 16 |


დინამო ბთ
დინამო თბ
საბურთალო
დილა
ლოკომოტივი
სამგურალი
ტორპედო
თელავი
შუქურა
სამტრედია


