ყაზანის „რუბინმა“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ მიიღო და უშანსოდ დამარცხდა.
მოქმედმა ჩემპიონმა მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვტა – 24-ე წუთზე არტიომ ძიუბამ ანგარიში გახსნა, 29-ე წუთზე ბრაზილიელმა კლაუდინიომ მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 43-ეზე ძიუბამ დუბლი შეასრულა.
„რუბინის“ ფეხბურთელს მეტოქის კარი არ აუღია – ყაზანელებმა ანგარიში ზენიტელი ჩისტიაკოვის ავტოგოლით შემაცირეს.
კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
„რუბინი“ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





