კვეკვესკირის უხვგოლიანი გამარჯვება პოლონეთში

0
43

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდის, მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.

პოზნანელებმა კრაკოვის „ვისლა“ მიიღეს და 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 73-ე წუთზე შეცვალეს. მას გოლით ან საგოლე პასით თავი არ გამოუჩენია.

„ლეხმა“ კრაკოველთა კარი შესვენებამდე 2-ჯერ აიღო, ხოლო შემდეგ კიდევ 3 გოლი შეუგდო.

პოზნანელები 18 ქულით 18-გუნდიან ექსტრაკლასას ლიდერობენ.

თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში “ქარაგიუმრუქმა” სტუმრად “მალათია” 4:3 დაამარცხა. ვატო არველაძე გამარჯვებულთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-6 ტურში “ალმერიამ” გასვლაზე “ალკორკონს” 4:0 სძლია. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმის გამო ალმერიელთა განაცხადში არ იყო.