ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს პრიზისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ გარემარბი იტალიურ გაზეთ Tuttosport-ის მიერ Golden Boy-ს ჯილდოს მოგების თავდაპირველ სიაში იყო, რომელშიც 100 პრეტენდენტი ფიგურირებდა.
თუმცა, დღეს Tuttosport-მა 40 ფეხბურთელის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ვერ მოხვდა.
Tuttosport-ი ყოველ წელს Golden Boy-თ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს აჯილდოვებს, რომლის ასაკი 21 წელიწად არ აღემატება.
გასულ სეზონში, პრიზი დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა მიიღო.





