ამსტერდამის “აიაქსის” თავდამსხმელმა სებასტიან ალემ ჩემპიონთა ლიგაში თავის სადებიუტო შეხვედრაში პოკერი შეასრულდა.
ჯგუფური ეტაპის პირველა შეხვედრაში ნიდერლანდური გუნდი სტუმრად ლისაბონის “სპორტინგს” შეხვდა და 5:1 გაანადგურა, ხოლო წარმოშობით კოტდივუარელმა, მაგრამ ფრანგული პასპორტის მქონე ფეხბურთელმა მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
27 წლის ალე ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა.
ნიდერლანდელმა ფორვარდმა “მილანის” მაისურით პოკერი 1992 წლის ნოემბერში “გიოტებორგთან” დაპირისპირებაში გაახერხა.





