საფეხბურთო კლუბ „კალიარის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლეონარდო სემპლიჩი დაითხოვეს.
ამის მთავარი მიზეზი იტალიის სერია A გუნდის წარუმატებელი სტარტია – სარდინიელები „მილანთან“ და „ჯენოასთან“ დამარცხდნენ, ხოლო „სპეციასთან“ ფრე ითამაშეს.
სიმპლიჩისთან ერთად „კალიარიდან“ მისი სტაფის წევრების გაუშვეს. 54 წლის იტალიელი სპეციალისტი გუნდს 2021 წლის 22 თებერვლიდან უძღვებოდა.





