ვაკო გვილიამ პოლონეთის „რაკუვში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში, „რაკუვი“, რომელსაც გვილია აგვისტოს მუწურულს შეუერთდა, თავის მოედანზე ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხს’შ ეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
გვილია სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და არ შეუცვლიათ, ხოლო კვეკვესკირი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ.
„ლეხი“ 18-გუნდიან ექსტრაკლასას 15 ქულით ლიდერობს, ხოლო „რაკუვი“ 8 ქულით მე-10 პოზიცაზეა.





