ლევან შენგელიას „ლუვენში“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ ანდეს.
ბელგიის უმაღლესი დივიზიონის მე-7 ტურში „კორტრაიკს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისეც ვერ მოხვდა და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიშში 1:1 იყო. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 78-ე წუთზე გაიტანეს.
„კორტრაიკის“ განაცხადში პირველად მოხვდა 18 წლის ქართველი ნახევარმცველი ცოტნე ბენდიანიშვილი, რომელმაც კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი მიმდინარე სეზონში გაააფორმა.
შენგელიამ, რომელის „ლუვენს“ ზაფხულში შეუერთდა, სამი თამაში შეცვლაზე ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
„ლუვენი“ 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა, ხოლო „კორტრაიკი“ 10 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
„გენტი“ თავის მოედანზე „შარლერუასთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია. „გენტი“ 7 ქულით მე-14 ადგილზეა.





