საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა – აღნიშნული ინფორმაცია რაგბის კავშირმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
თვითმფრინავი, რომლითაც მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სულ ცოტა ხნის წინ დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მას ოჯახის წევრები, მეგობრები, რაგბის კავშირის თანამშრომლები, მორაგბეები და ჟურნალისტები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკაში 3 ივლისს გამართული ტესტ-მატჩის შემდგომ კორონავირუსით დაინფიცირდა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის მკურნალობას იოჰანესბურგის ჰოსპიტალში გადიოდა. საბედნიეროდ “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა დიდი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსის დამარცხება მოახერხა.





