ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის I ჯგუფის მე-4 ტურში ტურში სტუმრად უნგრელებს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ევროპს ვიცეჩემპიონიდან ანგარიში 55-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა.
63-ე წუთზე, ინგლისელთა კაპიტანმა ჰარი კეინმა უნგრელები მეორედ დაამწუხრა. 28 წლის თავდამსხმელმა ნაკრების მაისურით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.
69-ე წუთზე, ჰარი მაგუაირმა სტუმართა უპირატესობა სამბურთიანი გახადა, ხოლო 87-ე წუთზე წერტილი დეკლან რაისმა დასვა.
გარეთ საუთგეიტი გაწვრთნილი ინგლისი ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს.





