პსჟ-მ ლისაბონის „სპორტინგიდან“ მარცხენა მცველი ნუნუ მენდეში ინათხოვრა.
19 წლის პორტუგალიელი პარიზულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
პსჟ-ს იჯარის ამოწურვის შემდეგ, მენდეშის „სპორტინგიდან“ 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.
მენდეში „სპორტინგის“ აღზრდილია და პირველ გუნდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.





