მადრიდის „ატლეტიკომ“ ნახევარმცველი საულ ნიგესი ლონდონის „ჩელსიში“ გაანათხოვრა.26 წლის ესპანელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და იჯარის ამოწურვის შემდეგ, „ჩელსი“ მის გამოსყიდვას 40 მილიონ ევროდ მოახერხებს.
მანამდე, „ატლეტიკო“ ერთი სეზონის განმავლობაში საულის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ესპანეთის ეროვნული გუნდის შუახაზელმა პროფესიონალური კარიერა „ატლეტიკოში“ დაიწყო და ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 340 მატჩში 43 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





