მოსკოვის ცსკამ- ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი ლონდონის „ვესტ ჰემში“ გაყიდა.
ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცსკა-მ ვლაშიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო თავად ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება.
ხორვატი ცსკა-ში 2018 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 108 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
მისთვის ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობა უცხო არაა, რადგან 2017-2018 წლებში „ევერტონში“ გამოდიოდა, სადაც 19 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.





